დიდთოვლობის გამო, საბერძნეთის ხელისუფლება ათენის მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს

13:35, 16.02.2021

დიდთოვლობის გამო, საბერძნეთის ხელისუფლება ათენის მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

დიდთოვლობამ გავლენა მოახდინა ვაქცინაციის პროცესზეც. მთავრობის გადაწყვეტილებით, ათენის ერთ-ერთ ყველზე დიდ რეგიონში, ატიკაში ვაქცინაციის პროცესი შეწყდა.

უსაფრთხოების მიზნით, ათენში გაჩერებულია ტრანსპორტის დიდი ნაწილიც.

საბერძნეთის მაღალმთიან რეგიონებში თოვლი უჩვეულო მოვლენა არ არის, განსხვავებით დედაქალაქისგან.

მსგავსი