დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

ინტენსიურად თოვს ამ დროისთვის რიკოთის უღელტეხილზე. დიდთოვლობის გამო შეზღუდვებია დაწესებული ცენტრალური მაგისტრალზე, ნატახტარიდან რიკოთის გვირაბის ჩათვლით.

გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. რიკოთის გვირაბში მუშაობს ტექნიკა, მიმდინარეობს მთელი ღამე გზის გაწმენდა.

„ნატახტარიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობა. რიკოთზე ამ წუთებშიც ინტენსიურად თოვს. თოვის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. ვწმენდთ გზას და ვცდილობთ, რომ სხვა სახის ტრანსპორტს არ გაუჭირდეს მოძრაობა. გონიოდან შროშამდე 18 ერთეული ტექნიკა მუშაობს. გზის სავალი ნაწილის სრულად გაწმენდა ინტენსიური თოვის გამო ვერ ხერხდება“, – აცხადებს პირველ არხთან რიკოთის მონაკვეთზე ტექნიკური ზედამხედველი მიხეილ დოფიძე.