დიდთოვლობის გამო, ევროკომისიაში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრები გაუქმდა
დიდთოვლობის გამო, ევროკომისიაში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრები გაუქმდა

დიდთოვლობის გამო, ბრიუსელში მყოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრის გეგმები შეიცვალა. გაუქმდა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოლაპარაკებები ევროკომისიაში.

ისრაელის დელეგაცია ევროპული საბჭოდან ზავენტემის აეროპორტში გაემგზავრა. კომისიაში განმარტეს, რომ პრემიერს ისრაელში მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. ისრაელის დელეგაციამ დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე დატოვა ევროკავშირის შენობა, რათა დიდთოვლობას ხელი არ შეეშალა პრემიერის გეგმებისთვის. თუმცა, ბრიუსელის აეროპორტი დროებით დაიკეტა და პრემიერი ზავენტემში შეაყოვნეს.

აეროპორტში ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად მყოფი ჟურნალისტები ფოტოს ავრცელებენ.