დიდმა ბრიტანეთმა და ინდოეთმა 468 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომელიც ინდოეთისთვის ბრიტანული რაკეტების მიწოდებას ითვალისწინებს

14:16, 09.10.2025

გაერთიანებულმა სამეფომ და ინდოეთმა 468 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომელიც ინდოეთისთვის ბრიტანული რაკეტების მიწოდებას ითვალისწინებს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამჟამად ინდოეთში ვიზიტით იმყოფება, შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობის ნაწილია.

ბრიტანული მთავრობის განმარტებით, ახალი კონტრაქტის ფარგლებში, ჩრდილოეთ ირლანდიაში დამატებით 700 სამუშაო ადგილი შექმნება ქარხანაში, რომელიც ასევე უზრუნველყოფს შეიარაღების დამზადებას უკრაინისთვისაც.

მსგავსი