დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა
დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ბელარუსს სანქციები უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაში მისი როლისთვის დაუწესდა.

შეზღუდვები ამოქმედდება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.

„ლუკაშენკოს რეჟიმი აქტიურად ეხმარება და აქეზებს რუსეთის უკანონო ინტერვენციას, ის იგრძნობს ეკონომიკურ შედეგებს პუტინის მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებაში.