დიდიე რეინდერსი - რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს
დიდიე რეინდერსი - რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს

საქართველოში ოკუპირებულ რეგიონში არსებული სიტუაცია შემაშფოთებელია და რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას ყველა რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც რეგიონში არსებობს.

„ევროკავშირი ჩართულია უკრაინაში, ასევე, საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე პროცესებში. აუცილებელია, რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდეს. ამასთან, ჩვენ გვაქვს დისკუსია რუსეთთან ბევრ საკითხზე, მათ შორის სირიაზე. თუმცა, საქართველოში არსებული სიტუაცია შემაშფოთებელია და თქვენ იცით, რომ ამ საკითხზე ევროკავშირი რუსეთთან დიპლომატიურ დონეზე ბევრი კონტაქტების დაგეგმვაშია ჩართული“, – განაცხადა რეინდერსმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა, ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.