დიდიე რეინდერსი - საქართველოს აქვს შესანიშნავი პროგრესი, რასაც ყველა აღიარებს
დიდიე რეინდერსი - საქართველოს აქვს შესანიშნავი პროგრესი, რასაც ყველა აღიარებს

ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი პირველ არხთან ნატო-ში საქართველოს მომავალ გაწევრიანებაზე საუბრობს. დიდიე რეინდერსის განცხადებით, საქართველოს აქვს შესანიშნავი პროგრესი, რასაც ყველა აღიარებს.

„მე ვიმყოფებოდი საქართველოში რამდენიმე დღის წინ და ბრიუსელშიც საქართველოზე ვისაუბრებთ. ჩვენ აუცილებლად უნდა წავიდეთ წინ. საქართველოს აქვს შესანიშნავი პროგრესი, ამ შედეგებს ყველა აღიარებს. უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორც ეს მაგალითად გავაკეთეთ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიმართებაში.

ვნახეთ, რომ შესაძლებელია შეთანხმება სახელწოდებასთან დაკავშირებით. პრინციპი ყოველთვის ერთია. ეს პრინციპია – მეტი მეტისთვის. ჯერ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და მივაღწიოთ პროგრესს“,- განაცხადა რეინდერსმა.

 

დატოვე კომენტარი