დიდიე დროგბამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა [ვიდეო]
დიდიე დროგბამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა [ვიდეო]

„ჩელსის“ ლეგენდა დიდიე დროგბამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „არაჩვეულებრივი 20 წლის“ შემდეგ საფეხბურთო კარიერას ასრულებს. კოტ დივუარელმა თავდამსხმელმა, რომელიც ამჟამად 40 წლისაა, ჩელსის შემადგენლობაში 381 მატჩი ჩაატარა და 164 გოლი გაიტანა, ოთხჯერ მოიგო პრემიერ ლიგა და 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

თავისი კარიერის ბოლო 18 თვე მან ამერიკის შეერთებულ შტატებში, „ფენიქს რაიზინგში“ გაატარა – კლუბში, რომლის ერთ-ერთი თანამფლობელი თავად არის.

„20 წლის შემდეგ, გადავწყვიტე ჩემი კარიერისთის წერტილი დამესვა“, – განაცხადა დროგბამ ბი-ბი-სისთან (BBC) ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ 23 წლის ასაკამდე კოტ დივუარელი საფრანგეთის მეორე ლიგაში, „ლე მანში“ ასპარეზობდა, სადაც ის „გენგამის“ წარმომადგენლებმა შეამჩნიეს და 2002 წლის იანვარში კონტრაქტიც გაუფორმეს.

იქიდან დროგბა მარსელში გადავიდა, შემდეგ კი 24 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა „ჩელსიში“, სადაც თავისი კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.