დიდიე დეშამი ნორვეგიასთან მატჩს დედის გარდაცვალების გამო გამოტოვებს #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა დატოვა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი გუნდის რიგები დედის გარდაცვალების გამო, – იტყობინება ინტერნეტგამოცემა RMC Sport-ი.
დეშამი საფრანგეთში დაბრუნდა დაკრძალვაზე დასასწრებად. ამ მიზეზით ის გამოტოვებს ნორვეგიასთან ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს, რომელიც 26 ივნისს გაიმართება.
ამ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებს, დეშამის ნაცვლად, მისი ასისტენტი გი სტეფანი უხელმძღვანელებს.
ჯგუფური ეტაპის პირველ ორ ტურში საფრანგეთმა სენეგალი (3:1) და ერაყი (3:0) დაამარცხა და პლეიოფში თამაში გაინაღდა.