„დიდი უნგრეთის“ გამოსახულებიანი კაშნეთი გამოწვეული უთანხმოების შემდეგ, სლოვაკეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანს ახალი კაშნე აჩუქა
„დიდი უნგრეთის“ გამოსახულებიანი კაშნეთი გამოწვეული უთანხმოების შემდეგ, სლოვაკეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანს ახალი კაშნე აჩუქა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა ვიქტორ ორბანს ახალი კაშნე აჩუქა მას შემდეგ, რაც მისმა უნგრელმა კოლეგამ „დიდი უნგრეთის“ გამოსახულებიანი კაშნეთი უთანხმოება გამოიწვია.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ახალი კაშნე წარწერით, „სლოვაკეთი“ „ვიშეგრადის“ სამიტზე გადასცა.

„შევამჩნიე, რომ ვიქტორ ორბანს ძველი შარფი ჰქონდა, ამიტომ მას დღეს ახალი ვაჩუქე“, – დაწერა სოციალურ ქსელში ედუარდ ჰეგერმა.

​ვიქტორ ორბანმა ასევე გაავრცელა სურათი ახალი სლოვაკური შარფით ჰეგერის გვერდით.

„გაუმარჯოს უნგრეთ-სლოვაკეთის მეგობრობას“, – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპელმა მეზობლებმა ბოლო საფეხბურთო მატჩის დროს კაშნეზე „დიდი უნგრეთის“ გამოსახულების გამო გააკრიტიკეს. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორბანი „რევიზიონიზმში“ დაადანაშაულა, ხოლო კიევმა ბუდაპეშტისაგან „ოფიციალური ბოდიშის მოხდა“ მოითხოვა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რასტისლავ კაჩერმა ორბანის შარფს — „ამაზრზენი“, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ კი „მიუღებელი პროვოკაცია“ უწოდა.

თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფეხბურთი არ არის პოლიტიკა.

„არ წაიკითხოთ მასში ის, რაც იქ არ არის“, – აღნიშნა პრემიერმა.

ისტორიული „დიდი უნგრეთი“ მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც ახლა ეკუთვნის სლოვაკეთს, რუმინეთს, ხორვატიას, სერბეთსა და უკრაინას.