დიდი შვიდიანის დისკუსიების დროს გადაღებულმა ფოტომ ინტერნეტში ვენბათაღელვა გამოიწვია
დიდი შვიდიანის დისკუსიების დროს გადაღებულმა ფოტომ ინტერნეტში ვენბათაღელვა გამოიწვია

დიდი შვიდიანის დისკუსიების დროს გადაღებულმა ფოტომ, რომელიც გერმანიის კანცლერმა საკუთარ Instagram-ზე გაავრცელა, ინტერნეტში ვნებათაღელვა გამოიწვია.  როგორც ტელეკომპანია „ბიბისი“ წერს, ფოტო ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დაძაბული იყო სამიტის დროს მიმდინარე დისკუსიები.

კვებეკში გამართულ სამიტზე აშშ-სა და „დიდი შვიდეულის“ დანარჩენ ექვს წევრ სახელმწიფოს შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ბევრი ანალიტიკოსი კი „სავაჭრო ომის“ შესაძლებლობაზეც ალაპარაკდა.

დაპირისპირების მთავრი მიზეზი დონალდ ტრამპის მიერ ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე დაწესებული ტარიფები იყო, რამაც ვაშინგტონის პარტნიორების გაღიზიანება გამოიწვია.

რა პოზიცია აქვთ ფოტოზე წარმოდგენილ ადამიანებს?

1. დონალდ ტრამპი – ტრამპის მიერ ევროკავშირსა და კანადიდან აშშ-ში ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე დაწესებულმა ტარიფებმა, მოკავშირეების შოკი გამოიწვია. ექსპორტიორები საპასუხო ზომებით დაიმუქრნენ. უთანხმოება კვებეკის სამიტზე იმან გაამწვავა, რომ ტრამპი ხშირად სრულ მარტოობაში იმყოფებოდა.
აშშ-ის ლიდერმა კანადაში გამართული სამიტი დროზე ადრე დატოვა. გამგზავრებამდე კი განაცხადა, რომ „აშშ გადაიქცა ყულაბად, რომელსაც ვისაც უნდა და როდესაც უნდა, მაშინ ძარცვავს“

2.  ჯონ ბოლტონი- აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ბოლტონი სამი თვის წინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, თუმცა ის ცნობილია  ხისტი პოზიციით. ბოლტონი გამუდმებით იცავს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და იმპორტზე ტარიფების გაზრდას „ევროვნული უსაფრთხოების ინტერესებით“ ხსნის.

3. ამ ადამიანის ამოცნობა ვერ მოხერხდა.

4. სინძო აბე – იაპონიის პრემიერ მინისტრი

„დიდი შვიდეულის“ სხვა წევრები იაპონიის პრემიერ -მინისტრს მოუწოდებენ შეუერთდეს იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯების გადადგმას და ტარიფების გაზრდას აპირებენ.

ამის გამო სინძო აბე რთულ მდგომარეობაშია, რადგან ის ტრამპთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას ცდილობს. იაპონიის პრემიერი და აშშ-ის ლიდერი ათჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.

5.  იასოტუსი ნისიმურა – იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის მოადგილე.
ეს გახლავთ მმართველი პარტიის წევრი, რომელიც თავის დროზე მრეწველობისა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა. სამიტზე ის პრემიერ მინისტრს თან ახლდა . სავარაუდოდ, მასაც სინძო აბეს მსაგვსი პოზიცია აქვს.

6. ანგელა მერკელი – გერმანიის კანცლერი

როგორც ნავარაუდევი იყო, გერმანიის კანცლერი „ფრონტის ხაზზე“ მოწინავე რიგებში იყო, რაც ფოტოზეც ჩანს.
კითხვაზე, როგორია მისი და ტრამპის ურთიერთობები, მერკელმა უპასუხა, რომ ისინი ყველაფერში არ თანხმდებიან, თუმცა დიალოგის წარმართვა შეუძლიათ.

7.  ემანუელ მაკრონი – საფრანგეთის პრეზიდენტი​

კვებეკის სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე ემანუელ მაკრონმა „ტვიტერში“ მკაცრად გააკრიტიკა დონალდ ტრამპი. დავა ახალ ტარიფებს ეხებოდა. მიუხედავად ამისა, შეხვედრაზე ისინი „მეგობრულად“ იქცეოდნენ. მაკრონის მრჩევლების შეფასებით, ტრამპთან დიალოგი იყო „ღია და საქმიანი“.

8.  ტერეზა მეი – დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი

გასულ კვირას ტერეზა მეიმ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და ტარიფების დაწესებას „მიუღელებლი და სამწუხარო“ ფაქტი უწოდა. თუმცა სამიტზე ბრიტანეთის პრემიერმა ტონი შეარბილა და პარტნიორებს მოუწოდა საქმე „სავაჭრო ომამდე“ არ მიიყვანონ.

9. ლარი კუდლოუ – დონალდ ტრამპის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში

ტრამპის მრჩეველმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაიცვა და განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერი სავაჭრო კონფლიქტების პროვოცირებას არ ახდენს.

სამიტის მეორე დღეს კი კუდლოუმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ტრამპის იმ მოწოდება, რომლის მიხედვითაც დიდი შვიდიანის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის დროს ყველა ბარიერი უნდა მოიხსნას და ტარიფები გაუქმდეს. მისი თქმით, ეს იქნებოდა საუკეთესო წინაპირობა ეკონომიკური ზრდისთვის.

ამავე შეხვედრის ამსახველი ფოტო, ოღონდ სხვა რაკურსით, დიდი შვიდიანის სამიტის დასრულების შემდეგ, ემანუელ მაკრონმაც გამოაქვეყნა.  ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ რა მჭიდრო წრეში ჰყავთ მოქცეული მოკავშირეებს დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები.