„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ „ჰამასს“, გაათავისუფლოს ყველა მძევალი და მხარი დაუჭიროს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ „ჰამასს“, გაათავისუფლოს ყველა მძევალი და მხარი დაუჭიროს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ „ჰამასს“, გაათავისუფლოს ყველა მძევალი და მხარი დაუჭიროს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„ჩვენ მტკიცედ ვინარჩუნებთ ვალდებულებას, ვიმუშაოთ რეგიონის ყველა პარტნიორთან, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ აფასებენ კატარისა და ეგვიპტის ძალისხმევას ამჟამინდელი და მომავალი პაუზების უზრუნველსაყოფად.

აშშ ასევე მხარს უჭერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალისხმევას ამ პაუზის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კოორდინაციისთვის.