„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ირანთან და ლიბანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ირანთან და ლიბანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
ლიდერები ისრაელსა და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიბანში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და მათგან მოითხოვენ, ლიბანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუერენიტეტს სცენ პატივი.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ლიბანის ხელმძღვანელობის ძალისხმევას, დაუყოვნებლივი, ცეცხლის შეწყვეტის გზით მიაღწიონ „ჰეზბოლას“ განიარაღებას, ასევე, დაიცვან ლიბანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი შესაბამისი საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, „დიდი შვიდეულის“ წევრები მიესალმებიან აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამასთან, ისინი მხარს უჭერენ დონალდ ტრამპის ინიციატივას, რამაც რეგიონს მშვიდობა და უსაფრთხოება უნდა მოუტანოს.
„ჩვენ მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობითა და შუამავალი ქვეყნების მხარდაჭერით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ისტორიულ შესაძლებლობას იძლევა ირანისთვის ნებისმიერი ბირთვული იარაღის ფლობის თავიდან ასაცილებლად, მის რეგიონულ და ბალისტიკურ აქტვიბასთან დაკავშირებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად. ჩვენ მხარს ვუჭერთ და მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მის განხორციელებაში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის მიერ უზრუნველყოფილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მტკიცე და ყოვლისმომცველ დიპლომატიურ შეთანხმებას, რომელსაც შეუძლია მშვიდობისა და უსაფრთხოების მოტანა რეგიონში ყველასთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.