„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ერთმანეთს პირადად ივნისში შეხვდებიან
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ერთმანეთს პირადად ივნისში შეხვდებიან

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები, პირველად, თითქმის ბოლო ორი წლის განმავლობაში, ერთმანეთს პირადად ივნისში შეხვდებიან. სამიტი დიდ ბრიტანეთში გაიმართება. ამ გეგმის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

2021 წლის სამიტის განსახილველი თემა პანდემიისა და კლიმატის ცვლილების შემდეგ მსოფლიოში მდგომარეობის აღდგენა იქნება. „დიდი შვიდეულის“ ლიდერები პირადად ერთმანეთს ბოლოს 2019 წლის სამიტზე, საფრანგეთში შეხვდნენ. 2020 წელს შეხვედრა კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარებულა.

„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ღონისძიება ჯო ბაიდენის პირველი მოგზაურობა იქნება ევროპაში მას შემდეგ, რაც ის 20 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდება.

ჯონსონის მიწვევით, შეხვედრას ავსტრალიის, ინდოეთისა და სამხრეთ კორეილს ლიდერებით დაესწრებიან.