"დიდი შვიდეულის" ელჩები უკრაინის მოვლენებს ეხმაურებიან
"დიდი შვიდეულის" ელჩები უკრაინის მოვლენებს ეხმაურებიან

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩები განცხადებას ავრცელებენ.

„ვიცით, რომ ბატონი სააკაშვილი დააკავეს და მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ და მხარი დაუჭირონ უკრაინის კონსტიტუციურ და სამართლებრივ წესრიგს, დაიცვან მშვიდობიანი პროტესტის უფლება, თავი შეიკავონ დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობისგან. ასევე ველით, რომ ნებისმიერი გამოძიება ჩატარდება დაჩქარებულად და უკრაინის სამართლებრივი ვალდებულებების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უკრაინაში იტალიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

იტალია წელს “დიდი შვიდეულის” თავმჯდომარე ქვეყანაა. იტალიის გარდა, “დიდი შვიდეულის” წევრები არიან კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და აშშ-ი.