დიდი შვიდეული - რუსეთი მიერ ოკუპირებულ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მოწყობილი ხოცვა საერთაშორისო სამართლის უმძიმეს დარღვევად იქნება ჩაწერილი
დიდი შვიდეული - რუსეთი მიერ ოკუპირებულ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მოწყობილი ხოცვა საერთაშორისო სამართლის უმძიმეს დარღვევად იქნება ჩაწერილი

ნაწამები ცხედრების შემზარავი კადრები, აშკარა მკვლელობები და სექსუალური ძალადობა აჩვენებს უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის რეალურ სახეს, – ამის შესახებ აღნიშნულია დიდი შვიდეულის მიერ გავრცელებული ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაშია აღნიშნულია, რომ რუსეთი მიერ ოკუპირებულ ქალაქ ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში მოწყობილი ხოცვა საერთაშორისო სამართლის უმძიმეს დარღვევად იქნება ჩაწერილი.

დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთს საერთაშორისო სამართლის სამომავლო უხეში დარღვევის შესახებ აფრთხილებენ და მოუწოდებენ რუსეთის პრეზიდენტს, კონფლიქტის ზონაში დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფების მუშაობა და ამ ზონებიდან ადამიანების ევაკუაცია.

დიდი შვიდეულის ქვეყნები მზადყოფნას გამოთქვამენ, უკრაინას შეიარაღებულ ძალებს ფინანსურად და სამხედრო ტექნიკით დაეხმარონ.

დიდი შვიდეული მსოფლიოს შვიდი ე.წ. წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გაერთიანებაა. დიდი შვიდეულის შემადგენლობაში არიან კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

რუსეთი ამ გაერთიანებას 1998 წელს შეუერთდა, 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ კი, ის ამ შემადგენლობიდან გარიცხეს.