დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე პროკურატურამ ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლია
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე პროკურატურამ ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლია

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, სახელმწიფო ბრალდებამ საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლია. ერთ-ერთი იყო მიხეილ სააკაშვილთან სატელევიზიო ინტერვიუ, სადაც ის ბოტოქსისა და მისთვის სპა პროცედურების ჩატარებას კატეგორიულად უარყოფს.

პროკურორის განმარტებით, ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა და იკვეთება, რომ ყოფილი პრეზიდენტი ცრუობს, რადგან საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტური მასალებით დასტურდება, რომ გასაიდუმლოებული ხარჯები სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან სწორედ ამ პროცედურებსა და არამიზნობრივ ხარჯებს მოხმარდა.

საქმეზე შემდეგი სხდომა 17 დეკემბერს განახლდება.

ამ საქმეზე პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს თეიმურაზ ჯანაშიას 9 მილიონამდე საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავება.