დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

20:26, 10.07.2020

დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციელი ვ. ი. დააკავეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

„დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი