დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

11:11, 07.01.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე – 1999 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

„სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულის ბარგის შემოწმების შედეგად რვა აბი და აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი