დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავეს

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში 1979 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 32,03 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომელიც, ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, 19,45 გრამ ჰეროინს შეიცავს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.