დიდი ოცეულის ქვეყნები 21-22 ნოემბერს პანდემიასთან ბრძოლის გლობალურ გეგმაზე იმსჯელებენ
"Family Photo" for annual G20 Summit World Leaders is projected onto Salwa Palace in At-Turaif, one of Saudi Arabia?s UNESCO World Heritage sites, in Diriyah, Saudi Arabia, November 20, 2020. REUTERS/Nael Shyoukhi
დიდი ოცეულის ქვეყნები 21-22 ნოემბერს პანდემიასთან გამკლავების გლობალურ გეგმაზე იმსჯელებენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
დიდი ოცეულის ლიდერებისთვის მთავარი განხილვის საკითხი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენა და დისტრიბუცია იქნება.
„როიტერი“ წერს, რომ ევროკავშირი დიდი ოცეულის ლიდერებს დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის ვაქცინის დოზების შესაძენად 4.5 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს.
დიდი ოცეულის სამიტის თავმჯდომარე ქვეყანა საუდის არაბეთია.
პანდემიის გამო სამიტი ვირტუალურ რეჟიმში ჩატარება.