დიდი ოცეულის ლიდერები დღეს კორონავირუსთან ბრძოლის ერთობლივ გეგმაზე იმსჯელებენ
დიდი ოცეულის ლიდერები დღეს კორონავირუსთან ბრძოლის ერთობლივ გეგმაზე იმსჯელებენ

დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოების ლიდერები დღეს კორონავირუსთან ბრძოლის ერთობლივ გეგმაზე იმსჯელებენ. შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება.

საგანგებო სამიტზე დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერები „კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაჩერებლად კოორდინირებულ მოქმედებებზე უნდა შეთანხმდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს დონალდ ტრამპი, ასევე – ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

დიდი ოცეულის სამიტი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოუწოდა დიდი ოცეულის ლიდერებს, მისცენ საშუალება ღარიბ ქვეყნებს, სახელმწიფო ვალის გადახდა დროებით შეაჩერონ, რათა მეტი რესურსი კორონავირუსთან ბრძოლისკენ მიმართონ.

დატოვე კომენტარი