დიდი ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 335-მდე გაიზარდა
დიდი ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 335-მდე გაიზარდა

დიდი ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 335-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბოლო ერთ დღეში ინგლისში კორონავირუსით ინფიცირებული 46 ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტების ასაკი 47-დან 105 წლამდე იყო და ყველა მათგანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

ასევე, ოთხი გარდაცვალების შემთხვევა გამოვლინდა შოტლანდიაში, კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა უელსში.

დატოვე კომენტარი