დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე - ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე - ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში 12 ივნისის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 1 522 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრნდობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 12-ით გაზაირდა და ჯამში 41 477 შეადგინა. გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რიცხვი 332 ათასს აჭარბებს.