დიდი ბრიტანეთში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ჰააგის სასამართლოს დამოუკიდებლობას და არ აპირებენ სანქციების დაწესებას სასამართლოს ოფიციალური პირებისთვის

17:18, 07.02.2025

დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებლობას და არ აპირებს სანქციების დაწესებას მისი ოფიციალური პირებისთვის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის სპიკერმა განაცხადა.

„ეს არის აშშ-ის საქმე. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ჩვენ მხარს ვუჭერთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებლობას და, შესაბამისად, არ ვაპირებთ სანქციების დაწესებას სასამართლოს ცალკეული წარმომადგენლებისთვის“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეებისა და მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ გამოძიებებზე მუშაობენ.

მსგავსი