დიდი ბრიტანეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს ეცნობიან
დიდი ბრიტანეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს ეცნობიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გავლენიანი გამოცემების „თაიმსის“, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკისა“ და სხვა წამყვანი გამოცემების ჟურნალისტებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრესტური მოეწყო.

სამთო ტურიზმის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებმა სვანეთში ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტები დაათვალიერეს, აჭარაში გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი მოინახულეს. ბრიტანელ ჟურნალისტებს თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა და საქართველოს დედაქალაქის ისტორიული უბნები გააცნო.

ერთკვირიანი ტურის ფარგლებში წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები გუდაურსაც ეწვევიან, სადაც კობი-გუდაურის დამაკავშირებელ ახალ საბაგიროს და ახალ სათხილამურო ტრასებს მოინახულებენ. ბრიტანელი ჟურნალისტები ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს შესახებ მსოფლიოში პოპულარული გამოცემებისთვის სტატიებს მოამზადებენ.