დიდი ბრიტანეთის წამყვანი ეპიდემიოლოგი მისივე ინიციატივით დადგენილი წესების დარღვევის გამო, მთავრობის მრჩევლის თანამდებობას ტოვებს
დიდი ბრიტანეთის წამყვანი ეპიდემიოლოგი მისივე ინიციატივით დადგენილი წესების დარღვევის გამო, მთავრობის მრჩევლის თანამდებობას ტოვებს

ნილ ფერგიუსონი, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შეკავების თაობაზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთა ჯგუფის წევრი იყო, თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც აღიარა, რომ მისივე შეთავაზებული სოციალური დისტანცირების წესები თავად დაარღვია და საიდუმლოდ თავის მეგობარ გოგონას შეხვდა.

ინფორმაციას „დეილი ტელეგრაფი“ ავრცელებს.

ფერგიუსონი „კოვიდ-19“-სგან ახლახან გამოჯანმრთელდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მარტის შუა რიცხვებში ფერგიუსონმა განაცხადა, რომ შემზღუდველი ზომების გარეშე ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ს შესაძლო,  250 000-510 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლოს.

„მე ვნანობ ყველა იმ საქციელს, რომლითაც დავარღვიე მკაფიო მოწოდება სოციალური დისტანცირების შესახებ“, – განაცხადა ნილ ფერგიუსომმა „დეილი ტელეგრაფთან“ საუბრისას.