დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი - ხელოვნურ ინტელექტს, შესაძლოა, უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს დიდ ბრიტანეთზე, ვიდრე ინდუსტრიულ რევოლუციას
დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი - ხელოვნურ ინტელექტს, შესაძლოა, უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს დიდ ბრიტანეთზე, ვიდრე ინდუსტრიულ რევოლუციას

ხელოვნურ ინტელექტს, შესაძლოა, უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს დიდ ბრიტანეთზე, ვიდრე ინდუსტრიულ რევოლუციას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა, ოლივერ დოუდენმა განაცხადა.

დოუდენის თქმით, ხელოვნურმა ინტელექტმა, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს დიდ ბრიტანეთზე, ვიდრე ინდუსტრიულმა რევოლუციამ, თუმცა ამასთან ერთად აღნიშნა, რომ ეს შეიძლება, ჰაკერებმა გამოიყენონ მთავრობის სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომისთვის.

„ეს არის სრული რევოლუცია, რომელიც მოდის. ის აპირებს, მთლიანად გარდაქმნას ცხოვრების თითქმის ყველა ელემენტი მომდევნო წლების განმავლობაში და, მართლაც, ზოგიერთ შემთხვევაში თვეებშიც კი. ეს ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე სხვა რევოლუციები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ და ბევრად უფრო ვრცელი, იქნება ეს შიდაწვის ძრავის გამოგონება თუ ინდუსტრიული რევოლუცია”, – განაცხადა დოუდენმა.

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერის თქმით, ხელოვნური ინტელექტი საშუალებას მისცემს მთავრობებს, მომავალში უფრო სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები.

„საბოლოო ჯამში, ხელოვნურ ინტელექტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეასრულოს მოსაწყენი სამუშაოები, რათა ადამიანებმა კონცენტრირება მოახდინონ უფრო საინტერესო სფეროებზე“, – განაცხადა დოუდენმა.