დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა მოუწოდა რუსეთს, „ნოვიჩოკით“ თავდასხმის შესახებ დეტალები გაამხილოს
დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა მოუწოდა რუსეთს, „ნოვიჩოკით“ თავდასხმის შესახებ დეტალები გაამხილოს. ამის შესახებ განცხადება ბენ უოლესმა BBC-ისთან საუბარში განაცხადა.
„რუსეთს შეუძლია მოგვიყვეს რა მოხდა, გვითხრას რა გააკეთეს და ნათელი მოჰფინონ იმ შავ ლაქებს, რომელიც გამოძიებაში არსებობს. მათ ეს ადამიანები უსაფრთხოებისთვის უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ვოლასმა.
მანამდე, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ უილტშირის საგრაფოში მდებარე ქალაქ ეიმსბერიში მოწამლული 45 წლის ჩარლი როული და 44 წლის დონ სტერჯესი, იმავე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რომლიც მარტში, სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს.
მაშინ ლონდონმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა და რუსი დიპლომატების დიდი ნაწილი ქვეყნიდან გააძევა.
როგორც ლაბორატორიაში აცხადებენ, ეიმსბერიში მოწამლული წყვილის კანიდან აღებული ნიმუშები მიუთითებს, რომ ისინიც „ნოვიჩოკის“ ტიპის ნივთიერებით მოწამლეს.
მომხდარის გამოძიებას დიდი ბრიტანეთის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. ჯერჯერობით გამოძიებაში აცხადებენ, რომ მოწამლულთა ბიოგრაფიაში არაფერია ისეთი, რაც მათ სპეცსამსახურებთან კავშირს დაადასტურებდა.