აშშ-ის მიერ რუსეთსა და ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერის დაკავებაში ბრიტანეთიც მონაწილეობდა
აშშ-ის მიერ რუსეთსა და ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერის დაკავებაში ბრიტანეთიც მონაწილეობდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ რუსეთსა და ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერის დაკავებაში დიდი ბრიტანეთიც მონაწილეობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარდაჭერა მოიცავდა წინასწარ დაგეგმილ ოპერატიულ მხარდაჭერას, მათ შორის აშშ-ის სამხედრო აქტივების ბაზირებას.

ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა „საერთაშორისო სამართალთან სრულ შესაბამისობაში“ იყო.

თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ აღნიშნა, რომ გემს „საძაგელი ისტორია“ ჰქონდა და რუსეთ-ირანის სანქციების გვერდის ავლის ღერძის ნაწილი იყო, რომელიც ტერორიზმს, კონფლიქტსა და უბედურებას აღვივებს ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინამდე.