დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები არ შეცვლილა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები არ შეცვლილა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გასული დღის განმავლობაში უკრაინაში არსებული ვითარების მორიგი შეფასება გამოაქვეყნა. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსული ძალების პოზიციებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

გარდა ამისა, მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსულ არმიაში გრძელდება ლოგისტიკური პრობლემები, რასაც ახლავს შეტევითი ტემპის შენელება.

ბრიტანული დაზვერვა ასევე საუბრობს რუსი სამხედროების საბრძოლო შემართების ნაკლებობაზე და უკრაინის არმიის შეუპოვარ ბრძოლაზე.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დეპარტამენტის შეფასებით, რუსეთის არმიამ ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია მარიუპოლში, სადაც რუსეთი პორტის დაკავებას ცდილობს. ქალაქში კვლავ მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები.