დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრა მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ დაადასტურა, რომ „რამშტაინის ფორმატის“ შემდგომი შეხვედრა მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება. ამის შესახებ ჰილიმ კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიასთან ერთად, აიღო ვალდებულება, რომ კოორდინირება გაუწიოს უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრებს.
„მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება ჩვენი 30-ე სხდომა. ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას მივმართავთ იმ სამხედრო დახმარების მიწოდებისკენ, რაც უკრაინას ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდება“, – განაცხადა ჰილიმ.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რამშტაინის ფორმატის“ 30-ე შეხვედრა 9 სექტემბერს ლონდონში იგეგმება.