დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი უკრაინაში ჩავიდა.
აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში წერს.
შმიგალის თქმით, მოლაპარაკებების დროს ლიდერები უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომავალი შეხვედრის შესახებ ისაუბრებენ.
„ჩვენ ვამზადებთ მნიშვნელოვან ორმხრივ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების თავდაცვის პოტენციალს“, – დაწერა შმიგალმა.
ცნობისთვის, „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა ლონდონში 9 სექტემბერს გაიმართება.
🇺🇦🇬🇧 Glad to welcome UK Defence Secretary @JohnHealey_MP to Ukraine.
During our meeting, we will coordinate the key issues of the upcoming #UDCG meeting in London and joint defense projects. We are preparing important bilateral decisions that will strengthen the defense… pic.twitter.com/QZRLH7b7Ze— Denys Shmyhal (@Denys_Shmyhal) September 3, 2025