დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან, რათა გააძლიერონ ალიანსის პასუხი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან, რათა გააძლიერონ ალიანსის პასუხი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან, რათა გააძლიერონ ალიანსის პასუხი რუსეთის ქმედებებზე.

„დღეს ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პასუხი რუსეთის აგრესიაზე. პუტინის შეჭრა ნატო-ს ტერიტორიაზე უგუნური, საშიში და სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა ჰილიმ.

მისივე თქმით, „პუტინი თვალს ადევნებს ჩვენს მოქმედებებს“.

„პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ ნატო თუ საფრთხის ქვეშ იქნება, ჩვენ ვიმოქმედებთ. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ პუტინის ესკალაციას ჩვენი ძალით. ჩვენ ასევე ვზრდით დრონების წარმოებას უკრაინისთვის, მიმდინარე წელს უკრაინას გადავეცით 100 000-ზე მეტი დრონი, და უკრაინასთან ერთად ვქმნით ახალ, გაუმჯობესებულ უპილოტო საფრენ აპარატებს“,  – აღნიშნა ჰილიმ.