დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მოკავშირეებს 50 დღე აქვთ უკრაინის შეიარაღებისთვის და რუსეთის პრეზიდენტის მოლაპარაკებების მაგიდასთან მისაყვანად
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მოკავშირეებს 50 დღე აქვთ უკრაინის შეიარაღებისთვის და რუსეთის პრეზიდენტის მოლაპარაკებების მაგიდასთან მისაყვანად

50 დღე უკრაინის შეიარაღებისთვის, – ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადებულ 50-დღიან ვადას.

ჰილის თქმით, მოკავშირეებს 50 დღე აქვთ უკრაინის შეიარაღებისთვის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მისაყვანად.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, „რამშტაინის“ შეხვედრაზე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთმა ეს დრო უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის მიწოდებისთვის უნდა გამოიყენოს.

„საჰაერო თავდაცვის საკითხებში მე და ბორის პისტორიუსი შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით. ასევე, ნატო-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი დამატებით 40 მილიონ ფუნტს გამოყოფს“, – განაცხადა ჰილიმ.