დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ირანიდან ორი რაკეტა ისროლეს კვიპროსის მიმართულებით, სადაც ბრიტანეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ირანიდან ორი რაკეტა ისროლეს კვიპროსის მიმართულებით, სადაც ბრიტანეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული

ირანიდან ორი რაკეტა ისროლეს კვიპროსის მიმართულებით, სადაც დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.

„დარწმუნებული ვართ, ისინი ჩვენი ბაზების წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ „ეს აჩვენებს, რამდენად განურჩეველია“ ირანის საპასუხო ქმედება.

ამასთან, მისივე თქმით, ბაჰრეინში სამიზნეებთან ახლოს იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის 300 სამხედრო მოსამსახურე.

„ვინც ნახა, როგორ გვემუქრებოდა ირანი და როგორ უჭერდა მხარს ტერორს მთელ მსოფლიოში, როგორ იყო არასტაბილურობის წყარო რეგიონში, ავითარებდა ბირთვული იარაღის პროგრამას, არავის შეუძლია, ეჭვი შეიტანოს ამ რეჟიმის ხასიათსა და მისგან მომდინარე საფრთხეში“, – აცხადებს ჯონ ჰილი.

კითხვაზე, კანონიერი იყო თუ არა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ქმედება, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა უპასუხა, რომ ეს მისი განსახილველი არ არის.