დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრის ცნობით, წითელ ზღვაში სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა

15:04, 05.07.2026

წითელ ზღვაში სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა. დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრმა (UKMTO) განაცხადა, რომ გემმა განგაშის სიგნალი გაგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათ თავს დაესხნენ „უცნობი შეიარაღებული თავდამსხმელები“ იემენის მთავარი პორტის, ქალაქ ალ-უდეიდას სანაპიროსთან.

„გემებს ვურჩევთ, სიფრთხილით გადაადგილდნენ და ნებისმიერი საეჭვო აქტივობის შესახებ აცნობონ ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

თავდასხმაზე ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.

იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“, რომლებიც წითელ ზღვას აკონტროლებენ, რეგიონში გემების წინააღმდეგ თავდასხმები 2023 წელს დაიწყეს, თუმცა შემდეგ შეაჩერეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჰუსიტები“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

მსგავსი