დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე რუსეთის სარდლობის გაგზავნამ ისინი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენა და ამ კონფლიქტში რუსი ოფიცრების დიდი მსხვერპლი გამოიწვია
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე რუსეთის სარდლობის გაგზავნამ ისინი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენა და ამ კონფლიქტში რუსი ოფიცრების დიდი მსხვერპლი გამოიწვია

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე რუსეთის სარდლობის გაგზავნამ ისინი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენა და ამ კონფლიქტში რუსი ოფიცრების დიდი მსხვერპლი გამოიწვია.

აღნიშნულის შესახებ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

„სარდლობასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა და რუსეთის გაურკვეველმა ქმედებებმა ფრონტის ხაზზე, სარდლობა აიძულა ბრძოლის ველზე ჩასულიყო და სავარაუდოდ ოპერაციები საკუთარი ხელმძღვანელობის ქვეშ აეღო. რუსი მეთაურები იშვიათად ანდობენ ოპერაციულ უფლებამოსილებას საკუთარ ქვეშევრდომებს, რომლებიც ვერ იღებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამეთაურო გამოცდილებას. თუმცა, გაურკვეველია, აღნიშნული სარდლების ბრძოლის ველზე ყოფნამ დახვეწა თუ შეცვალა ოპერაციული კონცეფცია. დაგეგმვის დროს არასწორი ვარაუდები და შეცდომები მდგრადობაში აფერხებს რუსეთის წინსვლას.

ფრონტის ხაზზე სარდლობის გაგზავნამ ისინი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენა და ამ კონფლიქტში რუსი ოფიცრების დიდი მსხვერპლი გამოიწვია. აღნიშნულის გამო, ძალები შენელებულად რეაგირებენ წარუმატებლობაზე და არ შეუძლიათ ბრძოლის ველზე საკუთარი მიდგომის ცვლილება. ასეთი პრობლემები სავარაუდოდ გაგრძელდება, იმის გათვალისწინებით, რომ მოკლულთა ნაცვლად დანიშნულ ოფიცრებში ოპერაციული სარდლობის გამოცდილების ნაკლებობაა“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.