დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის ძალის გამოყენებით გახსნა შეუძლებელია

14:14, 31.03.2026
FILE PHOTO: Luojiashan tanker sits anchored in Muscat, as Iran vows to close the Strait of Hormuz, amid the U.S.-Israeli conflict with Iran, in Muscat, Oman, March 7, 2026. REUTERS/Benoit Tessier/File Photo

დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ყოფილი მეთაურის, ტომ შარპის განცხადებით, ირანი ჰორმუზის სრუტეში სიტუაციას აკონტროლებს.

როგორც შარპი აღნიშნავს, ჰორმუზის სრუტის ძალის გამოყენებით გახსნა, როგორც ამას აშშ-ში აცხადებენ, შეუძლებელია.

ამასთან, მისივე თქმით, ვიდრე ირანი სრუტეში გამავალ გემებზე თავდასხმის შეწყვეტას არ დათანხმდება, ძალის გამოყენება, „სავარაუდოდ, არ იმუშავებს“.

„ირანს აქვს კონტროლი ამ სიტუაციაზე, ვფიქრობ, ეს ნათელია და მგონია, რომ მომავალშიც ასე გააგრძელებენ“, – განაცხადა ტომ შარპმა და აღნიშნა, რომ ამის შეცვლა მათ ინტერესებში არ შედის.

დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ყოფილმა მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ირანზეა დამოკიდებული, რის გაკეთებას აირჩევს ქვეყანა მომდევნო კვირების ან თვეების განმავლობაში.

მსგავსი