დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი - შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული მდგომარეობით, ვიდრე ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას შორდება, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი - შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული მდგომარეობით, ვიდრე ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას შორდება, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს

შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული მდგომარეობით, ვიდრე ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას შორდება, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ თემთა პალატაში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სტივენ დოუთის თემთა პალატის წევრმა, კალუმ მილერმა კითხვა დაუსვა: „განიხილავენ თუ არა ოფიციალური პირები სასწრაფოდ გამოიყენონ სანქციები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების წინააღმდეგ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისადა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის რეპრესირებას ახდენენ?”

დოუთიმ საპასუხოდ აღნიშნა, რომ სანქციები უკვე დაუწესდა რამდენიმე პირს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებსა და კორუფციაზე.

„საქართველოსთან მიმართებით ჩვენ დავასანქცირეთ რამდენიმე ინდივიდი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმ რეპრესიებსა და კორუფციაზე, რასაც ბოლო რამდენიმე თვეა ვხედავთ. ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით სიტუაციას, ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში არსებული მდგომარეობით. მე ეს გარკვევით ვუთხარი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ჩვენი გუნდები ძალიან მჭიდროდ მუშაობენ. იცით, რომ ჩვენ შევაჩერეთ ფართო თანამშრომლობა საქართველოსთან. ეს ღრმად სამწუხაროა, რადგან ჩვენ პოზიტიური და მნიშვნელოვანი ურთიერთობა გვქონდა მათთან, მაგრამ ვიდრე ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას შორდება, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა სტივენ დოუთიმ.