დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 759 ადამიანი დაიღუპა

18:16, 22.04.2020

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 759 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მონაცემები მხოლოდ საავადმყოფოებში დაფიქსირებულ ფატალურ შემთხვევებს მოიცავს. 21 აპრილთან შედარებით გარდაცვლილთა რიცხვი მცირედით შემცირებულია.

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“ სულ 133 495 პაციენტს დაუდასტურდა, მათ შორის 18 100 დაიღუპა.

მსგავსი