დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში მიგრანტთა საცხოვრებელ სასტუმროებთან გამართულ აქციებსა და კონტრაქციებზე 15 ადამიანი დააკავეს

10:46, 03.08.2025

დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში მიგრანტთა საცხოვრებელ სასტუმროებთან გამართულ აქციებსა და კონტრაქციებზე 15 ადამიანი დააკავეს.

დემონსტრაციები ლონდონში, ნიუკასლსა და მანჩესტერში გაიმართა. პოლიციის ცნობით, ზოგიერთ ადგილზე მომიტინგეთა შორის დაპირისპირება მოხდა.

ლონდონში, ისლინგტონის რაიონში გამართულ აქციაზე პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა, მათგან შვიდი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. ნიუკასლში დაკავებულია ოთხი ადამიანი.

მანჩესტერში მიგრანტების საწინააღმდეგო მარშში 1 500 ადამიანი მონაწილეობდა. დააკავეს ორი ადამიანი.

მსგავსი