დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინიტრის თქმით, „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი შეიძლება, ორჯერ აცრილ ადამიანებშიც გავრცელდეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინიტრის თქმით, „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი შეიძლება, ორჯერ აცრილ ადამიანებშიც გავრცელდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინიტრის თქმით, „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი შეიძლება, ორჯერ აცრილ ადამიანებშიც გავრცელდეს. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც „ომიკრონის“ შტამის შემთხვევების დიდ ბრიტანეთში დაფიქსირების შემდეგ გაიმართა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მოქალაქეებს, აცრის ე.წ. ბუსტერი ანუ მესამე დოზა დროულად გაიკეთონ.

„კოვიდ-19“-ის ახალი შტამი მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვრცელდება. ორი შემთხვევა გამოვლინდა დიდი ბრიტანეთში. როგორც ყოველთვის, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენ ჯერ ბევრი არაფერი ვიცით ამ შტამის შესახებ, მაგრამ ჩვენი მეცნიერები სწავლობენ ამ შტამს და როგორც ჩანს, „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება და ასევე შეიძლება გავრცელდეს იმ ადამინებს შორის ვინც ორჯერ არის აცრილი“, – განაცხადა ჯონსონმა.

ამასთან ერთად კორონავიურსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებიდან მოგზაურების მიღებაზე შეზღუდვების დააწესა. ასევე გამკაცრდება პირბადის ტარებაზე დაწესებული მოთხოვნაც.