დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის 40 კონსერვატორი დეპუტატი მზადაა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის 40 კონსერვატორი დეპუტატი მზადაა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის 40 კონსერვატორი დეპუტატი მზადაა.

ინფორმაციას Sunday Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარლამენტარები უკმაყოფილოები არიან, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესი გაჭიანურდა.

ამასთან დაკავშირებით, დეპუტატები პრემიერ-მინისტრს ერთობლივი წერილით მიმართავენ და მის გადადგომას ითხოვენ.
როგორც Sunday Times-ი წერს, ტერეზა მეის საქმიანობით უკმაყოფილოები არიან მისივე მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. ჟურნალისტების იმასაც ამბობენ, რომ კონსერვატორებს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო შეშფოთებულები არიან ევროკომისიაშიც.

ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს ლონდონს ე.წ. ბრექსითის დროს კონკრეტული ფინანსური ვალდებულებები აიღოს და შეასრულოს.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი ზაფხულში დაიწყო. თუმცა მხარეები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან რამდენიმე საკითხზე, მათ შორის უმთავრესი ფინანსური ვალდებულებების ოდენობაა.