დიდი ბრიტანეთის მთავრობა ტრამპის მიერ ნატო-ს წევრი ქვეყნების კრიტიკის გამო შეშფოთებულია
დიდი ბრიტანეთის მთავრობა შეშფოთებულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ნატო-ს წევრი ქვეყნების კრიტიკის გამო, როდესაც ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ავღანეთში შეტანილი წვლილი გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, ტრამპის მხრიდან არასწორი იყო ნატო-ს ძალების, მათ შორის ბრიტანული ძალების როლის დაკნინება, როდესაც განაცხადა, რომ მოკავშირეები ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ.
მისივე თქმით, ავღანეთში 457 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და ასობით სხვა მძიმედ დაიჭრა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ნატო-ს დახმარება, ისინი ამბობენ, რომ ავღანეთში გააგზავნეს გარკვეული რაოდენობის სამხედროები, ასეც იყო, ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ“.