დონალდ ტრამპი - ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ნატო-ს დახმარება, ისინი ამბობენ, რომ ავღანეთში გააგზავნეს გარკვეული რაოდენობის სამხედროები, ასეც იყო, ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ
დონალდ ტრამპი - ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ნატო-ს დახმარება, ისინი ამბობენ, რომ ავღანეთში გააგზავნეს გარკვეული რაოდენობის სამხედროები, ასეც იყო, ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ

ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ნატო-ს დახმარება. ისინი ამბობენ, რომ ავღანეთში გააგზავნეს გარკვეული რაოდენობის სამხედროები და ასეც იყო, ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჩრდილოატანტიკური ალიანსი. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, არ არის დარწმუნებული, რომ  ნატო მზად იქნება აშშ-ის დახმარებისთვის, თუ ამის საჭიროება დადგება.

ცნობისთვის, აშშ არის ნატო-ს ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი აამოქმედა. ეს მუხლი ერთ მოკავშირეზე თავდასხმის შემთხვევაში ერთობლივ პასუხის ითვალისწინებს. მეხუთე მუხლი აშშ-მა 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტების შემდეგ აამოქმედა, რასაც ავღანეთში ამერიკული ძალების შეყვანა მოჰყვა.