დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, კირ სტარმერმა და ემანუელ მაკრონმა აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები განიხილეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, კირ სტარმერმა და ემანუელ მაკრონმა აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები განიხილეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე ისაუბრეს.

კირ სტარმერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა არსებული ვითარება განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ სავაჭრო ომი არავის ინტერესებშია, თუმცა მაგიდაზე ყველა ვარიანტი უნდა იდოს.

მათივე ცნობით, სტარმერმა და მაკრონმა უკრაინის საკითხზეც ისაუბრეს.