დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. Reuters-ის ცნობით შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა, სადაც ტერეზა მეიმ, ემანუელ მაკრონმა და ანგელა მერკელმა რუსი ყოფილი ორმაგი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა მხარდაჭერა გამოთქვეს ტერეზა მეის მოსაზრების მიმართ, რომ ამ თავდასხმის უკან რუსეთი დგას. შეხვედრაზე, რომელიც 20 წუთს გაგრძელდა, მხარეების ერთიანი ევროპული გზავნილის შემუშავებაზეც შეთანხმდნენ.

მანამდე კი, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებს ლონდონის მაგალითის მიბაძვას და რუსი დიპლომატების გაძევებას ურჩევს, რადგან „რუსეთი მტერია და არა სტრატეგიული პარტნიორი“.