დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ლივერპულში ავტომობილის აფეთქებას ტერორისტული აქტის სტატუსი მიანიჭა
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ლივერპულში ავტომობილის აფეთქებას ტერორისტული აქტის სტატუსი მიანიჭა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ლივერპულში ავტომობილის აფეთქებას ტერორისტული აქტის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რომელიც ტაქსიში იჯდა. დაშავებულია ავტომობილის მძღოლი.

შემთხვევა კვირას, დილის 11:00 საათზე მოხდა. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, მეხანძრეების მისვლამდე, მანქანა მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული.

მომხდართან დაკავშირებით ოთხი ადამიანია დაკავებული, რომელთაც ტერორიზმში ედებათ ბრალი. გამოძიება აფეთქების მიზეზის ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს.

პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ტაქსიში მყოფ მგზავრს ჰქონდა. ვრცელდება ვერსია, რომ ტაქსის მძღოლმა შენიშნა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მგზავრს ჰქონდა, მანქანის კარები ჩაკეტა და აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე მანქანიდან გადახტომა მოახერხა.