დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებით 14 ადამიანი დააკავა
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებით 14 ადამიანი დააკავა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებით 14 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

როგორც ცნობილია, ოპერაცია ლონდონის სამხრეთ ნაწილში ჩატარდა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, მასშტაბური საქმის გამოძიება ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში 150-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული. გამოძიების შედეგად კი ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე რეიდები ჩატარდა.

ოპერაციის დროს სამართალდამცველებს ლოკაციებზე სულ 24 ადამიანი დახვდათ, რომლებიც კრიმინალური ქსელის მსხვერპლს წარმოადგენდნენ. მათ შორის ხუთი მცირეწლოვანია. მათ ახლა სამედიცინო შემოწმება უტარდებათ.

როგორც გამომძიებლები აცხადებენ, ადამიანებით ვაჭრობის, თანამდეროვე მონობისს და სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ძირითადად ის ადამიანი ხდება, ვინც დიდ ბრიტანეთში არალეგალურად იმყოფება და გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე უკეთესი ცხოვრებისთვის ჩავიდა.

ევროპაში ადამიანებით ვაჭრობის საკითხი ყურადღების ეპიცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანაში 39 ადამიანის ცხედარს მიაგნეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ვიეტნამის მოქალაქეები იყვნენ და ევროპაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.